Monday, July 3, 2017

პროექტი

პროექტის სახელწოდება: I am teenager
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეისწავლონ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მათი თანატოლი თინეიჯერების პრობლემები და ქცევები,შეადარონ თავიანთს და განსაზგვრონ რა აქვთ მათთან მსგავსება-განსხვავება, და როგორ ხედავენ ამ პრობლემების დაძლევის გზებს.
პროექტის აქტუალობა: 21-ე საუკუნის მსოფლიოში მოზარდთა თინეიჯერობის ასაკი ძალიან რთული და პრობლემურია.ისინი იცვლიან ხასიათს,ქცევას,ინტერესებს და ქმნიან საკუთარ სამყაროს.ამ პერიოდში მშობლებს უჭირთ გაიგონ მათი ქცევის მიზეზები,უჭირთ "ოქროს შუალედის" პოვნა შვილებთან ურთიერთობისას რაც მათ შორის დაძაბულობასა და კონფლიქტს იწვევს.
პროექტის მიზნები: Iუცხ.საბ.1.სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება-გააზრება.Iუცხ.საბ.3.ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციებსა თუ ნაცნობ თემებზე მიმდინარე ინტერაქციაში/საუბარში  მონაწილეობა.Iუცხ.საბ.6.სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება.Iუცხ.საბ.8.ტექსტის  სტრუქტურისა და ენის ცოდნის გამოყენებით სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა.Iუცხ.საბ.13.აქტივობის/დავალების ღირებულებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.Iუცხ.საბ.15.სწავლის პროცესზე დაფიქრება-რეფლექსია, შემაფერხებელი და ხელშემწყობი  პირობების გაცნობიერება და წინსვლის ხელშეწყობასა და სწავლის უნარების გაუმჯობესებაში  აქტიური მონაწილეობის მიღება.
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი
ვადები-ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: PowerPoint-სა და Moviemaker-ში პროექტის პრეზენტაციის მომზადება,კედლის გაზეთები
პროექტის საჭირო ძირითადი რესერსები: ინტერნეტი,ფორმატი
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს შევთავაზე რამოდენიმე თემა პროექტისათვის და მათ  თავად აირჩიეს ერთი. კლასი დაიყო სამ ჯგუფად და მათ აირჩიეს ქვეყანა რომლის თინეიჯერების ცხოვრების შესახებაც უნდა მოეძებნათ ინფორმაცია. მოსწავლეებს მიეცათ ერთი თვე ამ პროექტის დასამუშავებლად, პრეზენტაციისა და კედლის გაზეთის შესაქმნელად.ერთად შევადგინეთ პროექტის შეფასების რუბრიკა.ჯგუფში მოსწავლეებმა გადაინაწილეს შესასრულებელი საქმეები.ისინი გაეცნობიან სხვადასხვა მასალას ინტერნეტში,ამოკრეფენ საჭირო ინფორმაციას,შეაჯერებენ და ერთი თვის მანძილზე მოამზადებან პრეზენტაციასა და კედლის გაზეთს.
პროექტის შეფასება: განმავითარებელი 


No comments:

Post a Comment